Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთსა და ტაჯიკეთს შორის უთანხმოება ავღანეთში ნატოს მომარაგებას აბრკოლებს


ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი ჯარების განცხადებით, მას შესაძლოა, განსხვავებული მარშრუტის შერჩევა მოუხდეს ტვირთების ნაწილისთვის, რომელიც ავღანეთში ცენტრალური აზიიდან ვერ ჩააქვთ ცენტრალურ აზიაში პოლიტკიური დაძაბულობის გამო. ამ შინაარსის განცხადება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში გააკეთა მრავალეროვანი ჯარების პრეს-მდივანმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიოც ჰასკემ. ტაჯიკეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე უსმონ კალანდაროვის განცხადებით, 24 მაისის მონაცემებით, უზბეკეთის ტერიტორიაზე რჩება ტაჯიკეთში ჩასასვლელი 2500 ვაგონი. მათგან 300-ზე მეტ ვაგონში, კალანდაროვის ინფორმაციით, ავღანეთში ნატოსთვის განკუთვნილი ტვირთი იმყოფება.
XS
SM
MD
LG