Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტავროპოლში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა


სტავროპოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ქალაქის საავამდყოფოებში 40 დაშავებული რჩება. ზოგიერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე - ალექსანდრ ბასტრიკინი სტავროპოლში გაემგზავრა ტერაქტის გამოძიების კოორდინაციისთვის. ტერაქტი ოთხშაბათს ქალაქის ცენტრში, კულტურის სახლთან მოხდა ცოტა ხნით ადრე ჩეჩენ მოცეკვავეთა ანსამბლის კონცერტის დაწყებამდე. წინასწარი ინფორმაციით აფეთქდა თვითნაკეთი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე 200 გრამ ტროტილს უტოლდებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG