Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგის გამოაქვეყნებს


თეთრი სახლი დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნებს ობამას ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას. გავრცელებული ინფორმაციით, მასში ყურადღებაა გამახვილებული ტერორიზმის საფრთხეზე, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზეა ორგანიზებული. პრეზიდენტ ობამას მთავარმა მრჩეველმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში - ჯონ ბრენანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტრატეგიაში ნათლად არის აღნიშნული, რომ აშშ არ თვლის, რომ მას ისლამის წინააღმდეგ ომი აქვს.
XS
SM
MD
LG