Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ემნისტი ინტერნეიშენალი” საქართველოში არსებულ ვითარებას აგვისტოს ომის შედეგებისა და 2009 წლის აქციების ფონზე განიხილავს


”ემნისტი ინტერნეიშენალის” 2010 წლის ანგარიშში საქართველოს გვერდნახევარი ეთმობა. ტექსტში ასახულია 2009 წლის ვითარება ქვეყანაში და ის 2008 წლის ომის შედეგებისა და გასული წლის გაზაფხულ-ზაფხულის აქციების ფონზე განიხილება. აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი არც ერთი დანაშაული სრულად არ არის გამოძიებული. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის მეთვალყურეებს კვლავაც არ ეძლევათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება და რომ ვრცელდება ინფორმაცია ამ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების შესახებ. იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ ანგარიშში წერია, რომ მათი უმრავლესობა უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, თუმცა, შეშფოთების საგნად რჩება მათი სოციალური და ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფა. ცალკეა გამოყოფილი ქალთა უფლებების დაცვა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრების შექმნის საკითხი. ”ემნისტი ინტერნეიშენალის” ანგარიშში შეფასებულია შეკრების თავისუფლების საკითხი საქართველოში და რომ არ არის გამოძიებული გაზაფხულ-ზაფხულის აქციების დროს ძალადობის შემთხვევებში დამნაშავე პირთა ვინაობა ისევე, როგორც არ არის გამოძიებული 6 მაისსა და 15 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების საკითხი. ანგარიშში ნათქვამია აქციების დროს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზეც.
XS
SM
MD
LG