Accessibility links

logo-print

უკრაინამ კვლავ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებას არ აპირებს


უკრაინის ხელისუფლებამ დღეს კვლავ განაცხადა, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანებას არ აპირებს. საგარეო ურთიერთობათა სფეროში სამთავრობო უწყებების კოორდინირებული მუშაობისთვის შექმნილი კომისიის სხდომაზე გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინ გრიშჩენკომ განაცხადა, რომ კიევი ალიანსთან ურთიერთობას განავითარებს, თუმცა, წევრობის საკითხი ამჟამად არ განიხილება. მიზეზად გრიშჩენკომ ის დაასახელა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების იდეას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობამ ბოლო ხანს მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, აშშ-თან თანამშრომლობა კი, დეკლარირებული სტარტეგიული პარტნიორობიდან რეალურ დონეზე გადადის.
XS
SM
MD
LG