საქართველო მთიან ყარაბაღში 23 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არ სცნობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას ადასტურებს. ”ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია და პროცესი უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო სუბიექტების მონაწილეობით, სანამ კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელი საბოლოო გადაწყვეტილება არ შეთანხმდება”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ყველაზე პოპულარული
1