Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გადაარჩინე სიცოცხლე": მერკელი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მოუწოდებს


საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "გადაარჩინე სიცოცხლე" დღეს განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციამ ანგელა მერკელს და ”დიდი შვიდეულის” სხვა ლიდერებს რამდენიმე თვის წინ გაუგზავნა წერილი, რომელშიც ადამიანის უფლებათა დასაცავად საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედება და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიება ითხოვა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს გერმანიის კანცლერის წერილი, რომელშიც ანგელა მერკელი საქართველოს მთავრობას ვალდებულებებს შეახსენებს და აღნიშნავს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა თემაზე ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების დიალოგის ერთ-ერთი საკითხია.
XS
SM
MD
LG