Accessibility links

logo-print

სამხრეთ რუსეთში აფეთქების გამო ტერორიზმის მუხლით აღიძრა საქმე


რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ სტავროპოლში ოთხშაბათს მომხდარი აფეთქების გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო. აფეთქებას სულ მცირე შვიდი ადამიანი შეეწირა, დაიჭრა 40 პირი - ბევრი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. აფეთქება კულტურულ ცენტრთან მოხდა, ჩეჩნური ცეკვის ანსამბლის კონცერტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ოფიციალური პირების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე 200-დან 250 გრამს შეადგენდა ტროტილის ეკვივალენტში. სტავროპოლის გუბერნატორმა, ვალერი გაიევსკიმ, აფეთქებას „უპრეცედენტო, სასტიკი პროვოკაცია“ უწოდა. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა კი ბრალი „რუსეთის მტრებს“ დასდო.
XS
SM
MD
LG