Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ ბარაკ ობამა ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმს ექვსი თვით გააგრძელებს


მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს გამოაცხადებს, რომ ექვსი თვით აგრძელებს წყლის სიღრმეში ნავთობის მოსაპოვებელ სამუშაოებზე დაწესებულ მორატორიუმს. პარალელურად, საგანგებო კომისია მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის მიზეზებს სწავლობს. მორატორიუმის გაგრძელება კიდევ ერთ წინაღობას შეუქმნის ოფშორულ ზონებში ნავთობის მოპოვების პროცესის გაფართოებას - რაც ენერგეტიკული პოლიტიკის შეცვლის ობამასეული ხედვის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG