Accessibility links

logo-print

ესპანეთის პარლამენტარებმა დაამტკიცეს საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის გეგმა


ესპანეთის პარლამენტმა ერთი ხმის უპირატესობით დაამტკიცა პაკეტი, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების 15 მილიარდი ევროთი შეკვეცას ითვალისწინებს. სოციალისტების მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების 5 პროცენტს ხელფასი შეუმცირდება, ასევე მნიშვნელოვნად შეიკვეცება სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა. მთავარი მიზანი ის არის, რომ 2011 წლისთვის საბიუჯეტი დეფიციტი 11-დან 6 პროცენტამდე შემცირდეს. ამით კრიზისის ბერძნული ვარიანტისთვის თავის არიდება გახდება შესაძლებელი. ესპანეთში უმუშევრობის მასშტაბი 20 პროცენტს აჭარბებს - რაც საშუალოევროპულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
XS
SM
MD
LG