Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა


დღეს გამოქვეყნდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელშიც ყურადღება მახვილდება ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი „რადიკალიზებული“ ექსტრემისტებისაგან მომდინარე საფრთხეზე. ტექსტში მოყვანილია კომპლექსური საფრთხეების სია, რომელთა წინაშეც შეერთებული შტატები დგას - დაწყებული მასობრივი განადგურების იარაღით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები სხვადასხვა ზომას მიმართავს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის იზოლაციაში მოსაქცევად, თუ მათ მიერ იგნორირებული იქნება საერთაშორისო ვალდებულებები, დაკავშირებული მათს ბირთვულ პროგრამებთან. ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მიჩნეულია დაშორებად ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დოქტრინადან „ტერორის წინააღმდეგ ომის“ შესახებ. ახალი შეზღუდვები უწესდება ბუშის „პრევენციული ომის“ კონცეფციას და ეროვნული უსაფრთხოებისთვის შესაძლო შედეგების მქონე მოვლენებად სახელდება ეკონომიკური დაღმასვლა, გლობალური დათბობა, კიბერშეტევები, ბირთვული იარაღის გავრცლება და ეთნიკური კონფლიქტები. დოკუმენტის მიხედვით, შეერთებული შტატების ინარჩუნებს სამხედრო ოპერაციის ცალმხრივი წესით დაწყების უფლებას, მაგრამ შეზღუდვა უფრო მკაცრია, ვიდრე ბუშის მმართველობის დროს. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია დიდ გავლენას ახდენს ხარჯების განაწილებაზე, ისევე როგორც პოლიტიკაზე თავდაცვის სფეროში.
XS
SM
MD
LG