Accessibility links

logo-print

პაკისტანში საჰაერო იერიშის შედეგად 15 სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 15 სავარაუდო ექტრემისტი დაიღუპა ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან, ორაკზაის პროვინციაში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავებმა ექსტრემისტების სამალავებად მიჩნეული ხუთი ობიექტი დაბომბეს. იუწყებიან აგრეთვე, რომ პაკისტანის ჯარებმა წუხელ იერიში მიიტანეს ამბოხებაში ეჭვმიტანილთა პოზიციებზე ორაკზაიში და 25 ადამიანი დახოცეს.
XS
SM
MD
LG