Accessibility links

logo-print

65 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში ლიანდაგის საბოტაჟის შედეგად


ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ ცოტა 65 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური წყაროები აცხადებენ, რომ ავარიის მიზეზი საბოტაჟი გახდა. მათი განცხადებით კალკუტა-მუმბაის მატარებელს დასავლეთ ბენგალში მგზავრობისას რელსების ნაწილი ამოღებული დახვდა. შედეგად მატარებელი საპირისპირო მხარეს მოძრავ სატვირთო მატარებელს შეეჯახა. ინდოეთის ეს ნაწილი მაოისტი მეამბოხეების თავშესაფრად ითვლება.

XS
SM
MD
LG