Accessibility links

logo-print

მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრით გამოწვეული ხარჯი 930 მლნ დოლარამდე გაიზარდა


ბრიტანეთის ენერგოკომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ (BP) განცხადებით, მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრაზე საპასუხო ზომებისთვის განკუთვნილი ხარჯები 930 მლნ დოლარამდე გაიზარდა. კომპანია კვლავინდებურად აცხადებს, რომ ჯერ შეუძლებელია ავარიასთან დაკავშირებული სრული პოტენციური ხარჯის განსაზღვრა. ამერიკელი მკვლევრები ადასტურებენ, რომ საქმე ეხება ნავთობის ჩაღვრის ყველაზე მსხვილმასშტაბიან კატასტროფას შეერთებული შტატების ისტორიაში. ბოლო შეფასებით, ზღვის ფსკერზე გამსკდარი ჭაბურღილიდან დღეში 12000-დან 19000-მდე ბარელი ნავთობი იღვრება, ანუ დღეში 1,9 მილიონიდან 3,8 მილიონამდე ლიტრი ნავთობი - გაცილებით მეტი დღეში 5000 ბარელზე, რასაც დასაწყისში ვარაუდობდნენ ჭაბურღილის ოპერატორი კომპანია BP და შეერთებული შტატების სანაპირო დაცვა.
XS
SM
MD
LG