Accessibility links

პაკისტანში, სულ ცოტა, 80 ადამიანი დახოცეს ორ მეჩეთზე თავდასხმების დროს


პაკისტანის პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა, სულ ცოტა, 80 ადამიანი დახოცეს ქალაქ ლაჰორში ისლამური უმცირესობის, აჰმადის სექტის ორ მეჩეთზე განხორციელებული იერიშებისას. დაშავდა ასამდე კაცი. შეიარაღებულ პირებს ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ჟილეტები ეცვათ. ერთ-ერთ მეჩეთზე იერიში მოკლე იყო, პოლიციამ ორი მოიერიშის დაკავება შეძლო. მეორე მეჩეთზე იერიში კი უფრო დიდხანს გაგრძელდა. შეიარაღებულმა პირებმა, გავრცელებული ინფორმაციით, მძევლები აიყვანეს. აჰმადის სექტა მე-19 საუკუნის ბოლოს დაარსდა, მას 4 მლნ მიმდევარი ჰყავს. პაკისტანი ერთადერთი მუსულმანური სახელმწიფოა, რომელიც მაჰმადიანებად არ ცნობს აჰმადის მიმდევრებს.
XS
SM
MD
LG