Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი „სახიფათოდ“ მიიჩნევს ირანთან მიმართებით ბრაზილიის და თურქეთის ინიციატივას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო ბრაზილიისა და თურქეთის მოლაპარაკება ირანთან მისი ბირთვული საწვავის გაცვლის გეგმაზე - ამ ინიციატივას მან გლობალური უსაფრთხოებისთვის „სახიფათო“ უწოდა. ხუთშაბათს ვაშინგტონში გამოსვლისას, კლინტონმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია ამ გარიგებას მიჩნევს ირანისთვის დახმარების გაწევად, მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვნების თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ბრაზილიისა და თურქეთის ინიციატივა მსოფლიოსთვის „მეტ და არა ნაკლებ საფრთხეს“ უკავშირდება. ირანთან ბრაზილიის და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რომლის შესახებ ცნობაც 17 მაისს გავრცელდა, ირანი დაბალგამდიდრებული ურანის ნაწილს გააგზავნის თურქეთში და სანაცვლოდ მიიღებს მაღალგამდიდრებულ ბირთვულ საწვავს თეირანის რეაქტორისთვის, რომელიც კვლევას ემსახურება. მაგრამ ირანი არ დაყაბულებულა ურანის გამდიდრების შეწყვეტას - ურანის გამდიდრების პრცოესი კი ბირთვული იარაღის დასამზადებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
XS
SM
MD
LG