Accessibility links

logo-print

ინდოეთში 71 ადამიანი შეიწირა სარკინიგზო ავარიამ


ინდოეთის პოლიციის განცხადებით, მაოისტ მეამბოხეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სარკინიგზო ავარიაზე, რომელმაც დღეს, სულ ცოტა, 71 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა დასავლეთ ბენგალის შტატში. დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი. შტატის პოლიციის უფროსის, ბჰუპინდელ სინგჰის თქმით, საქმე ეხება საბოტაჟს, რომელიც მაოისტებმა მოაწყეს. ინციდენტი დაიწყო მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლით, რის შემდეგაც მას მეორე მატარებელი დაეჯახა. რეგიონში, სადაც ავარია მოხდა, ძლიერი პოზიცია აქვთ ინდოელ მაოისტ მეამბოხეებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თვეებში მათი იერიშების რიცხვმა იმატა.
XS
SM
MD
LG