Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრა შეჩერებულია


აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, მექსიკის ყურეში გაზის და ნავთობის ჩაღვრა, რაც ზღვის ფსკერზე ჭაბურღილის გასკდომას მოჰყვა, შეჩერებულია ჭაბურღილში სქელი ტალახის ჩატუმბვის შედეგად, მაგრამ ჯერ ნათელი არ არის, ასე დარჩება თუ არა. სანაპირო დაცვის სარდალმა, ადმირალმა თედ ალენმა ამერიკულ ტელევიზია ABC-თან ინტერვიუში გამოთქვა შეფასება, რომ მომდევნო 12-დან 18-მდე საათი იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობისა ძალისხმევისთვის, რომლის მიზანიც მექსიკის ყურეში ათასობით ბარელი ნავთობის ჩაღვრის შეჩერებაა. გიგანტურ ენერგოკომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ (BP) აღმასრულებელ დირექტორ ტონი ჰეიუორდის განცხადებით, ნავთობის ჩაღვრის შეჩერებისაკენ მიმართული ძალისხმევა გეგმის შესაბამისად, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და BP აპირებს დღესვე, მოგვიანებით განაახლოს ჭაბურღილში ტალახის ჩატუმბვა. BP-ის განცხადებით, მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრაზე საპასუხო ზომებისთვის განკუთვნილი ხარჯები 930 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამერიკელი მკვლევრები ადასტურებენ, რომ საქმე ეხება ნავთობის ჩაღვრის ყველაზე მსხვილმასშტაბიან კატასტროფას შეერთებული შტატების ისტორიაში.
XS
SM
MD
LG