Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა 31 მაისს დილით იქნება ცნობილი


დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და მათი კანდიდატების საარჩევნო კამპანია დასრულდება. არჩევნების წინ გაწეული სამუშაო საპარლამენტო ინტერფრაქციულ ჯგუფს გააცნო ცსკ-ის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა. მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია 30 მაისისთვის სრულ მზადყოფნაშია. ხარატიშვილმა დეპუტატებს აცნობა, რომ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობის 99%-ით დადგენა 31 მაისს დილისთვის იქნება შესაძლებელი. არჩევნებიდან მეორე დღეს გაირკვევა დედაქალაქში პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები, რეგიონების მონაცემების და მაჟორიტართა არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას კი, 2-3 დღე დასჭირდება.
XS
SM
MD
LG