Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სომხების ორგანიზაცია აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად მეთიუ ბრაიზას დასახელების გადასინჯვას მოითხოვს


ამერიკელი სომხების გავლენიანი ორგანიზაცია გამოვიდა მოწოდებით, გულდასმით იქნეს შესწავლილი აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ახალ ელჩად წარდგენილი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას პროფესიული ბიოგრაფია. ამერიკაში სომეხთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე არამ ჰამპარიანმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რომ აშშ-ში სომეხთა სათვისტომოში რამდენიმე მიზეზის გამო იწვევს შეშფოთებას მეთიუ ბრაიზას - ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის - ნომინაცია. ჰამპარიანმა გააკრიტიკა, მაგალითად, ის გარემოება, რომ ბრაიზა არ იზიარებს სომეხთა პოზიციას ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა დახოცვის „გენოციდად“ შეფასებისას. აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩად ბრაიზას ნომინაცია აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG