Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები და ევროკავშირი გმობენ ტერაქტს პაკისტანში


შეერთებულმა შტატებმა და ვეროკავშირმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მკაცრად დაგმეს პაკისტანის ქალაქ ლაჰორში განხორციელებული თავდასხმა, რომელიც სავარაუდო ისალმისტმა მემბოხეებმა მოაწყვეს. მუსლიმთა მეჩეთებში პარასკევს მომხდარი თავდასხმების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა. ორი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომლებსაც წელზე თვითმკვლელთა ქამრები ერტყათ, შეიჭრნენ მეჩეთებში, ატეხეს სროლა, ააფეთქეს ხელყუმბარები და აიყვანეს მძევლები. მეჩეთები, სადაც ტერაქტი მოხდა, ისლამურ სექტა ახმადს ეკუთვნის. აფეთქებაში ეჭვმიტანილია პაკისტანში არსებული ტალიბანის გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც ახმადის მიმდევრებს ურწმუნოებად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG