Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში მიმართვით დასრულდა განიარაღების კონფერენცია


ნიუ-იორკში, ბირთული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების პრობლემების თაობაზე მიმდინარე კონფერენციამ, რომელშიც 189 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, რათა 2012 წელს ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღისა და სხვა სახის იარაღის მასობრივი განადგურების თაობაზე ღია მოლაპარაკებები დაიწყოს. მოსალოდნელია, რომ ამ მოლაპარაკებებში ირანი და ისრაელიც ჩაერთვებიან. 28 გვედრიანი დეკლარაცია მიმართავს ბირთვული სახელმწიფოების - დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, რუსეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის - ლიდერებს, რათა დააჩქარონ მუშაობა ბირთვული არსენალების საბოლოო განადგურებისათვის.
XS
SM
MD
LG