Accessibility links

logo-print

უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი გადადგა


უკრაინაში თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ივან სვიდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა შეიარაღებული ძალების განვითარების ხედვა ახალ შტაბის უფროსთან ერთად უნდა განახორციელოს. ივან სვიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად გასულ ნოემბერში, პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს ბრძანებით დაინიშნა.
XS
SM
MD
LG