Accessibility links

logo-print

ჩეხეთში ორდღიანი საპარლამენტო არჩევნები მთავრდება


ჩეხეთში დღეს მთავრდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პარასკევს დაიწყო. ჩეხეთის საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 50-პროცენტზე მეტმა მიიღო. სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად, გამარჯვების უპირატესი შანსი მემერცხენეცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას აქვს. თუმცა, შესაძლოა მან ვერ მოიპოვოს უმრავლესობა, რაც მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვისაა საჭირო. სოციალ- დემოკრატების ძირითადი მეტოქე მემერჯვენეცენტრისტული სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიაა. პარლამენტში მოხვედრას ჩეხეთში 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.
XS
SM
MD
LG