Accessibility links

სააკაშვილმა და კამერონმა ტელეფონით ისაუბრეს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემირ-მინისტრს დევიდ კამერონს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკრმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დევიდ კამერონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ იგი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსთა შორის ვინც ომის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, კამერონმა სატელეფონო საუბრისას, გამოთქვა სურვილი უახლოეს პერიოდში ორმხრივი შეხვედრის გამართვის თაობაზე.
XS
SM
MD
LG