Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 მაისის არჩევნებზე ეგზიტპოლები ჩატარდება


30 მაისის არჩევნებისთვის წინასწარ გამოკითხვას საქართველოს ცენტრალური ტელეკომპანიების დაკვეთით, ორი კვლევითი კომპანია ჩაატარებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ ეგზიტპოლის ჩასატარებლად კვლევითი კომპანია „ედისონ რისერჩი“ მოიწვიეს, რომელიც გამოკითხვის პირველად შედეგებს არჩევნების დღეს, საღამოს 8 საათზე გამოაქვეყნებს. საბოლოო მონაცემები კი კვლევით კომპანიას უკვე 10 საათისთვის ექნება მზად. 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეგზიტპოლს GFK- ჯგუფი დაითვლის. პროექტი მონაცემების შეკრებას მხოლოდ თბილისის მასშტაბით ითვალისწინებს. სოციოლოგები დედაქალაქში შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე გავლენ. სულ ამ ეგზიტპოლებისათვის 50 უბნის მონაცემები იქნება გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG