Accessibility links

გარდაიცვალა ამერიკელი კინომსახიობი დენის ჰოპერი


აშშ-ში, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი კინომსახიობი დენის ჰოპერი. მისი გარდაცვალების მიზეზად ექიმები პროსტატის კიბოს ასახელებენ. ჰოპერმა სახელი მოიხვეჭა 1950-იანი წლების შუაში, როცა შეასრულა როლები კინოფილმებში „უიდეალო მეამბოხე“ და „გიგანტი“. 1969 წელს ჰოპერის სარეჟისორო დებიუტი - „თავზეხელაღებული მრბოლელი“ - აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ ამერიკის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა. სულ ჰოპერმა ასზე მეტ ფილმში ითამაშა, ხოლო რვა მხატვრული ფილმი თვითონ გადაიღო.
XS
SM
MD
LG