Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მეამბოხეებმა ერთ-ერთი ადმინისტრაცია დაიკავეს


აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინცია ნურისტანში ტალიბებმა ხელთ იგდეს რაიონ ბარგი მატალის ადმინისტრაციული შენობა. პროვინციის გუბერნატორის ჯამალუდინ ბარდის ცნობით, თავდასხმა პარასკევს მოხდა. მისივე სიტყვებით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, რომლებიც მეამბოხეებთან ბრძოლაში ჩაებნენ, ცდილობენ თავიდან აირიდონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ორივე მხარე იტყობინება ურთიერთსროლაში დიდი რაოდენობით დაღუპულების შესახებ, თუმცა ზუსტი ცნობები არ არსებობს.
XS
SM
MD
LG