Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს


8 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. როგორც ცესკოს პრესმდივანმა ჯული გიორგაძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, კენჭისყრის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და ხმის მიცემა ყველა უბანზე უპრობლემოდ დაიწყო. თუმცა, ჩვენმა ლაგოდეხელმა კორესპონდენტმა გვაცნობა, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში საარჩევნო უბნის გახსნისას არ მუშაობდა მარკირების აპარატი და, სულ ცოტა, ერთმა ამომრჩეველმა ხმა მარკირების გაუვლელად მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთის გალის რაიონის მცხოვრებნი, ენგურის ხიდით, ზუგდიდში გადმოდიან. როგორც რადიო თავისუფლების ზუგდიდელი კორესპონდენტი იუწყება, აფხაზი „მესაზღვრეები“ მათ შეუფერხებლად ატარებენ.
XS
SM
MD
LG