Accessibility links

logo-print

ობამა შეშფოთებულია მექსიკის ყურეში ნავთობის ჩადინების გამო


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მექსიკის ყურეში ნავთობის უწყვეტი ჩადინება ”აღმაშფოთებელია და გულისმომკვლელი”. ეს კომენტარი ობამამ გაუკეთა "ბრიტიშ პეტროლეუმის" ხელმძღვანელობის განცხადებას, რომ ბოლო მცდელობა, შეეჩერებინათ ზღვაში ნავთობის ჩაღვრა, წარუმატებელი გამოდგა. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ კვირაში დაგეგმილია ნავთობის ჩაღვრის შეჩერების კიდევ ერთი ცდა, მაგრამ მეთოდი რისკიანია და აქამდე არასოდეს გამოუყენებიათ.
XS
SM
MD
LG