Accessibility links

logo-print

დაკვირვება საქართველოში მიმდინარეობს არჩევნებზეც და მის გაშუქებაზეც


საქართველოში 30 მაისის არჩევნების მიმდინარეობას 11005 ადგილობრივი და 1872 საერთაშორისო მეთვალყურე აკვირდება. პროცესის გაშუქებისთვის ცესკო-ში რეგისტრაცია გაიარა 1735-მა ჟურნალისტმა. გარდა საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისა, პროცესის გაშუქების მონიტორინგისთვის ცესკომ დაიქირავა საქართველოს სამი ("პრაიმ-ტაიმი", ბისიჯი და აიპიემი) და უკრაინის ერთი ("პრომოვა") კომპანია. კვლევისას გათვალისწინებული იქნება ყველა ცენტრალური, რეიტინგული სატელევიზიო არხის ("რუსთავი 2", "იმედი", "კავკასია", "მაესტრო", პირველი არხი, მეორე არხი, "აჭარა") ყველა საინფორმაციო გამოშვება, ტოკ-შოუ, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამა. "პრომოვამ" უკვე წარმოადგინა ორი საშუალედო ანგარიში.
XS
SM
MD
LG