Accessibility links

logo-print

აჭარაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აჭარის ოლქებში სიტუაციას არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციების გარდა, ”დემოკრატიის ინსტიტუტის” სპეციალური პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებიც აკვირდებიან. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია თავს იყრის ვებ გვერდზე www.AdjaraNews.ge. როგორც საიტი იუწყება, ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანთან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამომრჩეველს აღრიცხავენ. ისინი კონკრეტულ ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა, ადასტურებენ რომ მმართველი პარტიის აქტივისტები არიან და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს აღრიცხავენ. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით: ”ვამოწმებთ, ვინ მოვიდა და ვინც არ მოვა ჩვენ მოვიყვანთ ხმის მისაცემად." მმართველი პარტიის აქტივისტმა AdjaraNews-ს ფოტოს გადაღების საშუალება არ მისცა. ”ეროვნული საბჭოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ბაციკაძემ 30-ე უბანზე მყოფი მმართველი პარტიის აქტივისტები აგიტაციაში დაადანაშაულა, რადგან ისინი ამომრჩეველს 5 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდებენ. ამ ფაქტს მმართველი პარტიის აქტივისტები უარყოფენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძე ხმა ბათუმის მე-8 საარჩევნო უბანში მისცა. "დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ხმა მივეცი ქვეყნის მომავალს, დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტების დასრულებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას", - განაცხადა ვარშალომიძემ.
XS
SM
MD
LG