Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერობის კანდიდატებმა არჩევანი უკვე გააკეთეს


თბილისის მერობის კანდიდატმა სახალხო დემოკრატიული პარტიიდან ნიკა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა პარტიამ ქვეყანაში ბევრი რამ უნდა შეცვალოს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად გააგრძელებს. ხმის მიცემის შემდეგ, თბილისის მერობის კანდიდატმა ეროვნული საბჭოდან ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ მათი წინასაარჩევნო კამპანია სიმართლეს ეფუძნებოდა და დღევანდელი არჩევანიც აქედან გამომდინარე გააკეთა. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, მოძრაობა "სოლიდარობის" ლიდერმა თამაზ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ხმა "ხალხის სახეზე ღიმილს" მისცა. თბილისის მერი და მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან გიგი უგულავა არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გამარჯვებულისთვის მისალოცად მზად არის. ამასთან, ხმის მიცემის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მმართველი პარტია მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის, მისი მთავარი კონკურენტი კი, ჯერჯერობით მოუგვარებელი პრობლემები, უპირველეს ყოვლისა უმუშევრობაა. ხმის მიცემის შემდეგ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ”ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მხარი ცვლილებებს, ქვეყნის უკეთეს მომავალს და სახელმწიფოს გაძლიერებას დაუჭირა. ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები კარგად და მშვიდად დასრულდება და საქართველოში დემოკრატიული პროცესები დაიწყება. "თორთლაძე- დემოკრატების" კანდიდატმა თბილისის მერის პოსტზე დავით იაკობიძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა მისთვის მთავარი შედეგი, არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობაა. ხმის მიცემის შემდეგ, თბილისის მერობის კანდიდატმა, "მრეწველთა” ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ "ხელისუფლება დღეს თუ არა, ხვალ დამარცხდება". თოფაძის თქმით, ”მრეწველების” წარმომადგენლებმა დღეს 10 ათასამდე დარღვევა აღმოაჩინეს და ცსკ-ს უკვე მიმართეს.
XS
SM
MD
LG