Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ


ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და სახალხო-დემოკრატიული პარტია. ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებიან ქალები, რომლებიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევიან და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ. ქრისტიან-დემოკრატებმა ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდეს, უბნებიდან საკუთარი წარმომადგენელბი გაიყვანოს და მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა მისცეს. ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, აგიტაციას ეწეოდა ”ალიანსის საქართველოსთვის” კანდიდატი სოფიო ხორგუანიც. სახალხო-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო შტაბის ცნობით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე აწარმოებენ საკუთარი ამომრჩევლების აღრიცხვას, ეწევიან აგიტაციას და არიგებენ ბუკლეტებს, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა
XS
SM
MD
LG