Accessibility links

logo-print

12 საათისთვის საქართველოში ამომრჩეველთა აქტიურობამ 20% შეადგინა


თბილისის დროით 12 საათისთვის საქართველოში ამომრჩეველთა აქტიურობამ 20% შეადგინა. ცესკოს მონაცემებით, 12 საათისთვის საკუთარი პოზიცია 706 375 ამომრჩეველმა გამოხატა. კომისიის ცნობით, მაჟორიტარული არჩევნები არ მიმდინარეობს წალკის საარჩევნო ოლქის 25-ე უბანში, სადაც შესაბამისი ბიულეტენები შეცდომით მიიტანეს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამ უბანზე მაჟორიტარული არჩევნები ორ კვირში გაიმართება.
XS
SM
MD
LG