Accessibility links

logo-print

ცესკო უბნებში ამომრჩეველთა ძალით მიყვანის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს


ცესკო უბნებში ამომრჩეველთა ძალით მიყვანის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. კომისიის პრეს-სპიკერის ჯული გიორგაძის განცხადებით, ამ საკითხზე ჯერჯერობით არცერთი საჩივარი არ მიუღიათ. რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ საკუთარი ამომრჩევლების ტრანსპორტირებას, ჯული გიორგაძის განმარტებით, ეს კანონდარღვევა არ არის.გიორგაძემ პოლიტიკურ პარტიებს, დამკვირვებლებს, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებს მოუწოდა, რეალური დარღვევების შემთხვევაში ისარგებლონ ცსკ-ის ცხელი ხაზით 510051, რომელიც 24- საათიანი რეჟიმით მუშაობს.
XS
SM
MD
LG