Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ადგილობრივ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში დარწმუნებულია


საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში დარწმუნებულია. "ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს, ვიდრე იქნება ნამდვილი მოძრაობა და არ გადაიზრდება უმოძრაობაში" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, დედაქალაქში ბევრად შეიცვალა ვითარება 2007 წლის ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება დასჭირდა. "დარწმუნებული ვარ გიგი უგულავას და "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებაში, თუმცა რეგიონები ჩვენთვის მნიშვნელოვანია" - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისივე თქმით, უცხოურ პლატფორმას მორგებულ პოლიტიკოსებს ხმას მხოლოდ გამწარებული და გაბრაზებული ამომრჩეველი მისცემს.
XS
SM
MD
LG