Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩეველთა საერთო აქტიურობამ 49% შეადგინა


საარჩევნო უბნების დახურვისთვის, ანუ 20 საათისთვის ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 49% შეადგინა. საქართველოს საარჩევნო უბნებში ბიულეტენების მონაცემთა დათვლა და შემაჯამებელი ოქმების შედგენა მიმდინარეობს. ოქმები საოლქო საარჩევნო კომისიებიდან ეგზავნება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც 30 მაისის არჩევნების პირველ წინასწარ შედეგებს ღამის 3 საათისთვის გაავრცელებს. კომისიის პრეს-სპიკერის ჯული გიორგაძის განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, დაფიქსირდა მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური დარღვევა, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.
XS
SM
MD
LG