Accessibility links

პირველი არხის ეგზიტპოლის მონაცემებით გიგი უგულავას ხმების 60 პროცენტი აქვს


პირველი არხის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში გიგი უგულავას ხმების 60 პროცენტი აქვს, ირაკლი ალასანიას - 18, გიორგი ჭანტურიას და ზვიად ძიძიგურს 7-7 პროცენტი და გოგი თოფაძეს 4 პროცენტი. დანარჩენმა კანდიდატებმა ხმების 1 პროცენტის მიღებაც კი ვერ შეძლეს. ამავე ეგზიტპოლით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხმების 58 პროცენტი აქვს, ალიანსს საქართველოსთვის 17 , ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას- 18 პროცენტი; "ეროვნულ საბჭოს" 6,9 პროცენტი და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” 4 პროცენტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, კომპანია GFK-მ თბილისის 50 უბანზე 5 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.
XS
SM
MD
LG