Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი თბილისის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას საარჩევნო შტაბში მივიდა


ეგზიტპოლის მონაცემთა გამოქვეყნებიდან დაახლოებით ნახევარ საათში თბილისის მერის და მერობის კანდიდატის გიგი უგულავას საარჩევნო შტაბში მივიდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგი საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთხელ გამარჯვებაა, მთავარი მადლობა კი - მრავალეთნიკურ საზოგადოებას ეკუთვნის. ”არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ეგზიტპოლი, ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება, ალღო და ინტუიცია გვეუბნება, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჩვენ და გიგი წარმოვადგენთ, წინა თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნების მსგავსი მხარდაჭერა აქვს” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კვლავ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა აქვს.
XS
SM
MD
LG