Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინაში დახმარების მიზნით გაგზავნილ გემებზე ისრაელის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


ისრაელის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ სულ ცოტა 10 პრო-პალესტინელი აქტივისტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო გემები თავს დაესხნენ პალესტინის დახმარების მიზნით გაგზავნილ გემებს. ისრაელმა ცენზურა დააწესა ამ თემასთან დაკავშირებულ რეპორტაჟებზე. ცხრა გემიანი ფლოტილია 10 ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარებით იყო დატვირთული. მასზე 700-მდე აქტივისტი იმყოფებოდა - ძირითადად თურქეთის მოქალაქეები. თურქული წყაროების მიხედვით მსხვერპლი უფრო დიდია - სულ ცოტა 15 ადამიანი.

XS
SM
MD
LG