Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები 12:00 საათისთვის


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რომელიც თბილისის 451 საარჩევნო უბნის შედეგებს ეფუძნება, დედაქალაქის მერის არჩევნებში ხმების 53.3%-ით გიგი უგულავა ლიდერობს, ირაკლი ალასანიას 19,91% აქვს, გიორგი ჭანტურიას-10.99 %, ზვიად ძიძიგურს 8,75% და გოგი თოფაძეს 5,47%. თბილისის მერობის დანარჩენ ოთხ კანდიდატს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვს. პროპორციული სისტემით თბილისში დათვლილია 335 უბნის შედეგები, რომლის მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას ხმების 51,63% აქვს, ალიანსს საქართველოსთვის 16,81%, ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას 13,07%, ეროვნულ საბჭოს 9,09% და თოფაძე-მრეწველებს 6,57%. დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვთ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მაჟორიტარული სისტემით თბილისის ყველა რაიონში, გარდა ვაკის 1 ოლქისა, მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. საქართველოს მასშტაბით 950 უბნის შედეგებია დათვლილი. ნაციონალურ მოძრაობას ხმების 61,22 % აქვს, ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას 12,11 %, ალიანსს საქართველოსთვის 11,6 %, ეროვნულ საბჭოს 7.62 % და თოფაძე-მრეწველებს 5,24 %. რაც შეეხება ჩუღურეთის, ოზურგეთისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებს, სადაც 30 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნებიც ჩატარდა, ყველგან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ.
XS
SM
MD
LG