Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი, შესაძლოა, კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმროს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, შესაძლოა, კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმროს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრივფინგზე. მისი განცხადებით, დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. კლინტონის შესაძლო ვიზიტის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკიდან თბილისში "მაღალი სტუმრის" ჩამოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
XS
SM
MD
LG