Accessibility links

უგულავამ კონკურენტებს თანამშრომლობა შესთავაზა


გიგი უგულავამ, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებში კონკურენტებზე მეტი ხმა დააგროვა, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თანამშრომლობა შესთავაზა თავის კონკურენტებს.

"ირაკლი ალასანიას საინტერესო მოსაზრებები ჰქონდა ჯანდაცვის სფეროზე, გოგი თოფაძეს – საწარმოების ამუშავებაზე, გია ჭანტურიას – კომუნალური მომსახურების გაუმჯობესებაზე. მე მზად ვარ, თითოეულ მათგანს, მათი სურვილის შემთხვევაში შევხვდე და ამ საკითხებზე ვისაუბროთ", – აღნიშნა გიგი უგულავამ.

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი”-ის ინფორმაციით, ამ შეთავაზებას, სავარაუდოდ, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მერობის კანდიდატი, გია ჭანტურია მიიღებს. ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჭანტურიამ უგულავას გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში, დედაქალაქის პრობლემების გადაჭრა ერთობლივად უნდა მოხდეს და პასუხისმგებლობა ყველამ გადაინაწილოს.

ირაკლი ალასანიასა და გოგი თოფაძის პოზიცია გიგი უგულავას შეთავაზებაზე ჯერ ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG