Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი, შესაძლოა, საქართველოს ესტუმროს


ჰილარი კლინტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ჰილარი კლინტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, შესაძლოა, კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმროს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

კლინტონის შესაძლო ვიზიტის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკიდან თბილისში "მაღალი სტუმრის" ჩამოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
XS
SM
MD
LG