Accessibility links

logo-print

ისრაელმა დაიცვა ჰუმანიტარული დახმარების აქტივისტების დახოცვა


ისრაელის არმიამ დაიცვა ჰუმანიტარული დახმარების, პრო-პალესტინელი, სულ მცირე ათი აქტივისტის დახოცვა ისრაელის სამხედროების მიერ. ისრაელის ჯარისკაცებმა დაიკავეს გემები, რომლებიც ცდილობდნენ გაერღვიათ ისრაელის მიერ დაწნსებული ოთხწიანი ბლოკადა. ისრაელის სამხედროთა თქმით, მას მერე, რაც ჯარისკაცებმა დაიკავეს თურქული გემი, რომელიც უძღვებოდა ფლოტილიას, აქტივისტებმა ძალადობა დაიწყეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, გემებს იარაღი გადაჰქონდათ. „პრო-პალესტინული „ღაზის თავისუფლების მოძრაობის“ ადვოკატმა, ოდრი ბომზმა უარჰყო ისრაელის ბრალდება და მას „აღმაშფოთებელი“ უწოდა, განაცხადა რა, რომ ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის ხელისუფლების მიერ გემები შემოწმდა. ფლოტილიას 10 ათასი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და სამშენებლო მასალა მიჰქონდა თურქეთიდან. ის კვირას დაიძრა კვიპროსიდან. გემებზე შვიდასამდე პრო-პალესტინელი, უმეტესად თურქეთის მოქალაქე, აქტივისტი იყო.
XS
SM
MD
LG