Accessibility links

უკრაინის უშიშროება მიიჩნევს, რომ ყირიმს სეპარატიზმი არ ემუქრება


უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ყირიმს სეპარატიზმის საფრთხე არ ემუქრება. გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ვალერი ხოროშკოვსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების ახალი საშინაო პოლიტიკის, მათ შორის რუსული ენისა და კულტურისადმი დამოკიდებულების შეცვლის შედეგად, ადრინდელი სეპარატისტული განწყობა აზრს დაკარგავს და ჩაცხრება. ხოროშკოვსკის შეფასებით, უკრაინის უსაფრთხოებას არ ემუქრება არც ყირიმში, შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელთა დაბრუნება, რადგან მათი საქმიანობა გაკონტროლდება.
XS
SM
MD
LG