Accessibility links

logo-print

მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში არასანქცირებული მიტინგების 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს


მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში დღეს არასანქცირებული მიტინგების 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. მიტინგის მონაწილეები ხელისუფლებისაგან მოითხოვენ, დაცულ იქნეს რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რომელიც შეკრების თავისუფლებას ეხება. დაკავებულების უმრავლესობა მალევე გაათავისუფლეს. დღესვე მომცრო საპროტესტო აქცია გაიმართა კიევში რუსეთის საელჩოსთან. აქციის მონაწილეებმა რუსეთში დემონსტრანტებისადმი სოლიდარობა გამოხატეს და მიუთითეს საფრთხეზე, რომ უკრაინაც შესაძლოა, გახდეს ქვეყანა, რომელშიც პატივს არ სცემენ შეკრების თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG