Accessibility links

logo-print

ოფიციალური პირების ცნობით, პაკისტანში საჰაერო იერიშების შედეგად 42 სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა


ოფიციალური პირების ინფორმაციით, პაკისტანის საბრძოლო თვითმრინავებმა დღეს იერიში განახორციელეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილების სამალავებზე და 42 სავარაუდო მეამბოხე დახოცეს. საქმე ეხება მთავრობის ჯარების ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მიმდინარე ოპერაციაში შემავალ ზომას. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშები განხორციელდა ავღანეთის საზღვართან მდებარე ორაკზაის რეგიონის სამ ადგილას. ორაკზაიში ძლიერი პოზიცია აქვს თალიბანს. პეკისტანის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელ ნაუმან ხანის განცხადებით, დაიღუპა 42 და დაიჭრა 18 ექსტრემისტი.
XS
SM
MD
LG