Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა ღაზის სექტორისაკენ მიმავალ გემებზე ისრაელის იერიშის გამო


გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა, ღაზის სექტორისაკენ ჰუმანიტარული მისიით მიმავალ ფლოტილიაზე ისრაელის არმიის თავდასხმის განსახილველად. იერიშის შედეგად, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. საგანგებო სხდომა მოიწვია უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა მორიგე თავმდჯომარემ, გაეროში ლიბანის ელჩმა, ნავაჯ სალამმა, ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ექვს გემზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის განსახილველად. იერიში მრავალმა ქვეყანამ დაგმო, თურქეთმა მას „სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG